მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი იქნება [ტურისტული კომპანიებისთვის] ლიცენზიებზე მუშაობა“ - რამდენად ჯანსაღი კონკურენციაა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე?

ნინი სოხაძე

"ვფიქრობ, კარგი იქნება [ტურისტული კომპანიებისთვის] ლიცენზიებზე მუშაობა“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ ტურისტული პროდუქტების განვითარების მენეჯერმა, ნინი სოხაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ტურიზმის სფერო, რომელიც პანდემიის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, დღეს არაერთ გამოწვევასთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს. ერთ-ერთ მთავარ საკითხად კი ბაზრის რეგულირების საჭიროება რჩება.

„ვერ ვიტყოდი, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა, ასეთი ეტაპი ალბათ გასავლელია. მე ვფიქრობ, რომ ბაზარი ტურისტული კომპანიებით გადაიტვირთა “, - თქვა მან და დასძინა, რომ ამ ფონზე რეგულაციებზე, განსაკუთრებით – ლიცენზიებზე მუშაობა ერთ-ერთი გამოსავალია.

„ვფიქრობ, კარგი იქნება ლიცენზიებზე მუშაობა. იმ პირობებით, რომ ორივე მხარე – მგზავრის უფლებებიც და კომპანიის უფლებებიც – გათვალისწინებული და დაცული იყოს“, - აცხადებს ნინი სოხაძე.

ის ასევე თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებების შეცვლაზე მიუთითებს და ამბობს, რომ კომპანიებისა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთობები უფრო თანასწორი გახდა, რაც დადებითი ტენდენციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები