მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კარგი მმართველობის ინდექსში საქართველო დაქვეითდა

კარგი მმართველობის ინდექსი

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება რომლის თანახმადაც საქართველოს ქულა ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსში გაუმჯობესდა და მას 0.61 ქულა აქვს, თუმცა მთავრობის პრესრელიზში ნათქვამი არაა, რომ საქართველოს პოზიცია ამ ინდექსში გაუარესდა. თუკი 2024 წლის ინდექსში 39-ე ადგილს იკავებდა ქვეყანა, ამჟამად 43-ე ადგილზეა.

ინდექსში პოზიციების დაქვეითება დაკავშირებულია იმასთან, რომ სხვა ქვეყნებმა უფრო მეტად გაიუმჯობესეს ინდექსში საკუთარი პოზიციები. ამასთან, საქართველო ინდექსში რომელიც 2021 წლიდან იწარმოება საუკეთესო - 38-ე პოზიციას იკავებდა 2022 წელს, მას შემდეგ კი ქვეყნის პოზიცია გაუარესდა.

თავის მხრივ, ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსი წყაროებად იყენებს სხვა მსგავს ინდექსებს, TRACE-ის კორუფციის მატრიცას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, მსოფლიო ბანკის გლობალურ მმართველობის ინდიკატორებს, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსს, ღია ბიუჯეტის გამოკვლევას, მსოფლიო ბანკის ელექტრონული მმართველობის გამოკვლევას, ეკონომისტის ბიუროკრატიის ხარისხის შეფასებას, სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვას და სხვა წყაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები