მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი პირობების შემთხვევაში, ანაკლიის თუ სხვა პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის პრობლემა არ იქნება - ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი ამბობს, რომ როგორც სუვერენულ ქვეყანას საქართველოს აქვს უფლება სტრატეგიული პარტნიორი თავად აირჩიოს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე აშშ-ს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ეხებოდა.

“საქართველო და ჩინეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და გვაქვს უფლება ავირჩიოთ ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი და ვინ სტრატეგიული პარტნიორი. მინდა ყველამ ყურადღება მიაქციოთ, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებობს სტრატეგიული და ყოვლისმომცველი ურთიერთობა. ჩემი აზრით, ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე, შუა დერეფანში არ იქნებოდა წარმატება, რადგან შუა დერეფნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. კერძოდ, ჩინეთში წარმოებული პროდუქციისთვის სამომხმარებლო ბაზარი ევროკავშირია. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, შუა დერეფანი წარმატებული ვერ იქნებოდა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აქტიურია შუა დერეფანთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩინეთი-ევროკავშირის თანამშრომლობაში.

ჩინეთ-ევროკავშირისთვის ლოგისტიკური კავშირისთვის შუა დერეფანი მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ ლოგისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ტურისტული სარგებლის კუთხითაც. ვფიქრობ, მომავალში ეს დერეფანი საქართველოს კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - აცხადებს ჩინეთის ელჩი და დასძენს, რომ შუა დერეფანი ჩრდილოეთის დერეფნის "დამხმარე" გზა არ არის და ამ მიმართულებით დივერსიფიცირების გამოყენება უფრო სწორი ტერმინია.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ელჩი ამბობს, რომ ჩინურ კომპანიებს აქვთ ინტერესი იქ, სადაც კარგი პირობებია შეთავაზებული.

ზოგადად, „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივისა“ და „შუა დერეფნის“ ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინურ კომპანიების ინტერესის საგანია. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესებულები არიან ჩინური კომპანიები და საწარმოები. ანაკლიის პორტის მშენებლობასა თუ სხვა პროექტებში კარგი პირობების შემთხვევაში ვფიქრობ, ჩინური კომპანიების ჩართულობის პრობლემა არ იქნება", - ამბობს ელჩი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები