ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან ეს შიდა პოლიტიკაა, ჩინეთი კი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში არ ერევა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას ნიშნავს.
„გამჭვირვალობის კანონი, რაც მიიღო ქართულმა მხარემ, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ისაა, რომ არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში და ასეთ კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. პატივს ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ის, რომ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, - თქვა ელჩმა.