მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგი სამუშაო გასწია" - თურნავა ჩოგოვაძის აეროპორტების გაერთიანებიდან წასვლას ადასტურებს

5e33ecdcae0d4
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 12:52
1607

"ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გასწია და დიდ მადლობას მოვახსენებთ ამისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: საკადრო ცვლილების შესახებ bm.ge ჯერ კიდევ გასულ კვირას წერდა. 

უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ აეროპორტების ყოფილი ხელმძღვანელი ახალ საპასუხისმგებლო სტრუქტურას ჩაიბარებს.

„მას ახალი გამოწვევა აქვს და ძალიან საპასუხისმგებლო სფერო ჩაბარდება; ამას თავად მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან დიდ უბანზე გადადის.  ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ ახალი ხელმძღვანელი წარგიდგინოთ და ამაზე დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ განცხადებას. ის ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალი იქნება, ერთი თვისება აქვს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დავტოვოთ ინტრიგად.

წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის იქნება ახალი ენერგიის წელი, ახალი პროექტებისა და ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები