მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ“ - კობახიძე

სამთავრობო პროგრამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე წარადგინა, დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას კარგი პოზიციები აქვს, რათა არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენი ამოცანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ, არჩევნებში რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს. ჩვენი სურვილია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევებით, ჩვენი რეიტინგი 60%-თან ახლოს არის, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები, იმისთვის რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ, რაშიც 113 მანდატს ვგულისხმობ და არა 100-ს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაში ვერაფერი საინტერესო ვერ დაინახა გარდა იმისა, რომ „პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო არაფერი იყო. ერთი რაც საინტერესო იყო, მან დაადასტურა, რომ ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ის აპირებს ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალის შექმნას, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები