მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგია, თუ მაღალანაზღაურებადი პერსონალის ყოლის შესაძლებლობა გვექნება“ - რას ცვლის მინიმალური ხელფასის შემოღება?

64a828c2556bc
ელენე გოგბერაშვილი
07.07.23 21:16
1534
ექიმებისა და ექთნების შემდეგ, კლინიკებს მინიმალური ხელფასის დაწესება სხვა პერსონალისთვისაც მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილებების ახალი პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწისა და დამლაგებლის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს. მინიმალური ხელფასის სისტემა დამატებით 6-ათასამდე მედპერსონალს სავარაუდოდ, სექტემბრიდან შეეხება.

არსებული ინფორმაციით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რასაც სამინისტრო ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს დამლაგებლის შემთხვევაში 3 ლარია, ექთნის თანაშემწეზე 3,50, ბებიაქალის შემთხვევაში 4,40, უმცროსი ექიმის შემთხვევაში კი 5 ლარია გათვალისწინებული. კლინიკების ნაწილი ამბობს, რომ ხელფასების ზრდა პირველ რიგში მათ ინტერესებში შედის, თუმცა კლინიკების დაფინანსების ფორმა და მედპერსონალის ანაზღაურება ერთმანეთისგან განსხვავებულია. კლინიკები ითხოვენ ხელფასების ზრდა DRG მოდელით დაფინანსებაში აისახოს.

„ძალიან კარგია, თუ მაღალანაზღაურებადი პერსონალის ყოლის შესაძლებლობა გვექნება და მოგვეცემა საშუალება სამედიცინო დაწესებულებებს, რომ მეტი ანაზღაურება გადავუხადოთ მათ, ვიდრე დღეს აქვთ, მაგრამ ეს უნდა იყოს პირდაპირპროპორციული დაფინანსების და დაფინანსების ფორმის შედგენაში უნდა მონაწილეობდეს დამლაგებლის ამ შემთხვევაში 3 ლარი საათში და არა ის მოცულობა, რაზე დაფუძნებითაც მოხდა DRG-ის დაფინანსების გამოთვლა.

ნეტა მეტი შესაძლებლობა გვქონდეს, ვიდრე მინიმალურით არის დაწესებული. მივესალმებით ცვლილებებს, თუკი მოგვეცა შესაძლებლობა მეტი გადავიხადოთ“,-აცხადებს bm.ge-სთან ევექსის რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამბროლიანი.

მისი თქმით, 6 ათასამდე მედპერსონალისთვის მინიმალური ანაზღაურების დაწესებით სამინისტროს გათვლებით კლინიკებს სახელფასო გასაცემლის დამატებით 9%-ით გაზრდა მოუწევთ, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ დიდი ხარჯია, მითუმეტეს 17 ათასი ექიმისა და ექთნისთვის უკვე მოხდა 1 იანვრიდან მინიმალური ხელფასის შემოღება, რაც ასევე არ ყოფილა გათვალისწინებული DRG დაფინანსებაზე გადასვლის დროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები