„ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მომსახურებას უწევდეს მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე.
„წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.
იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.