მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ იკანმა ერთ დღეში $10 მილიარდი დაკარგა - მიზეზი Hindenburg Research-ია

645271b938eb8
გიორგი თოლორდავა
04.05.23 00:35
1069
Hindenburg Research-ის მორიგი სამიზნე ამერიკელი ინვესტორი, კარლ იკანი გახდა, რომელმაც ერთ დღეში თითქმის 10 მილიარდი დოლარი დაკარგა. კვლევითმა ორგანიზაციამ Icahn Enterprises LP-სთან დაკავშირებით ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზემოხსენებული საინვესტიციო ჰოლდინგი საფონდო ბირჟაზე არარეალისტურად ძვირადაა შეფასებული, რასაც გაყალბებული ანგარიშგება განაპირობებს.

უფრო კონკრეტულად, Hindenburg-ის ანალიტიკოსები იკანს საინვესტიციო პირამიდის ოპერირებაში ადანაშაულებენ, კომპანიის აქციები კი ამ თაღლითურ სტრატეგიაში საკვანძო როლს ასრულებს. Icahn Eneterprises-ის მიერ გაცემული დივიდენდის მოცულობა აქციის 15.8%-ს შეადგენს, რაც დაუჯერებლად მაღალი მაჩვენებელია. როგორც ჩანს, კომპანიის ახალი აქციების გაყიდვიდან მიღებულ ფულს მენეჯმენტი დივიდენდების გაცემაზე ხარჯავს, რითაც კიდევ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს, რაც კლასიკური გაგებით პირამიდული სტრატეგიაა.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კომპანიის ანგარიშგება არასანდოა, რადგან საინვესტიციო პორტფელი არარეალისტურად ძვირადაა შეფასებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი აქტივი რეალურ საბაზრო ღირებულებაზე 10-ჯერ უფრო ძვირადაა დაანგარიშებული.

Hindenburg-ის მიერ ანგარიშის გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში იკანის კომპანიის აქციების ღირებულება 35%-ით შემცირდა, თავად ამერიკელი ინვესტორის ქონების შეფასება კი 14 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

Hindenburg-ს უოლ-სტრიტზე დიდი გავლენა აქვს, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამო, ინდოელი გაუტამ ადანის კომპანიამ 150 მილიარდი დოლარი დაკარგა; თაღლითობაში ბრალდებული კომპანია Nikola კი სრულად გაკოტრდა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები