3 მარტს მსოფლიოს უდიდესმა სტრიმინგ პლატფრომა Netflix-მა ამხანაგური საჩოგბურთო მატჩი ჩაატარა სახელწოდებით “Netflix Slam”, სადაც ერთმანეთს ორი ესპანელი რაფაელ ნადალი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდა. სამ სეტიან დუელში გამარჯვებული 20 წლის ალკარასი გახდა, რომელზედაც კომპანია დოკუმენტური სერიალის გადაღებას აპირებს.
სერიალის სახელწოდება “ალკარასი” იქნება, რომელიც მოგვითხრობს ფენომენალური ესპანელის ორ გამარჯვებას დიდი სლემების ტურნირებზე და ამავდროულად ისტორიას თუ როგორ მოექცა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში.
სერიალს აწარმოებს Morena Films-ი, რომელიც Netflix-თან 1999 წლიდან თანამშრომლობს და ერთად არაერთი დოკუმენტური სპორტული ფილმი გადაუღიათ მათ შორის ესპანური ლა ლიგის ჩემპიონატის შესახებ.
“მოხარული ვარ, რომ Morena Films-სა და Netflix-თან ერთად მომეცა მუშაობის საშუალება. აუდიტორია იხილავს ყველაფერს, რაც საჩოგბურთო კორტების მიღმა ხდება, ეს კი მკვეთრად განსხვავდება ჩვენი სპორტული ცხოვრებისგან” - განაცხადა კარლოს ალკარასმა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Netflix-ი ისეთ სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან ფორმულა 1, FIFA, WWE, PGA Tour, NFL, WTA და MLB. ამას გარდა კომპანიას ეკუთვნის უამრავი სპორტული დოკუმენტური სერიალი მათ შორის: “Formula 1: Drive to Survive”, “NASCAR: Full Speed”, “Tour de France: Unchained”, “Under Pressure: The U.S. Women’s World Cup Team” და ა.შ.