მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარლსრუე" ბუდუ ზივზივაძეს განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს

ბუდუ ზივზივაძე და კარლსრუე

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგა 2-ში მოასპარეზე “კარლსრუესთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. გერმანელებს მისი შენარჩუნება სურთ და ახალ კონტრაქტს უმზადებენ. ამ ინფორმაციას გერმანული სპორტული გამოცემა Fussball Transfers-ი ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ცნობით, “კარლსრუე” ქართველ ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს და გაუმჯობესებულ ანაზღაურებას შესთავაზებს, რადგანაც ამჟამად ქართველი ფორვარდი წელიწადში 450 ათას ევროს იღებს.

ცნობისთვის, 30 წლის ქართველი გერმანულ გუნდში 2023 წლის 31 იანვრიდან თამაშობს, ამ დრომდე კლუბში 59 თამაშში მიიღო მონაწილეობა 24 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ში თავი 9 გოლით გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს კიდევ სამ ფეხბურთელთან ერთად ინაწილებს, რომლებსაც ასევე 9 ბურთი აქვთ გატანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები