ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ახლა საქართველოს მომავალი სასწორზე დევს. როგორც მან „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ის, რაც ქუჩებში მოხდა, ძალადობა და დემონსტრანტების ცემა, შემაძრწუნებელია.
"სასწორზე საქართველოს დემოკრატია, ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია... ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება. ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს სცემენ. ეს არაა იმგვარი მოქმედება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ვიხილოთ...
ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა, მომავალი ევროკავშირში, მომავალი ნატოში, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაცია - ეს ყველაფერი ახლა სასწორზე დევს. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შევზღუდეთ ჩვენი ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.