მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71%-ით გაიზარდა

5e2b1dccaef76
BM.GE
24.01.20 21:37
1047
გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71%ით (10,7 ათასი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფანში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.

ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური - "აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“. შეხვედრაზე შეთანხმდა 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები