მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კასპის მერიაში დაზღვეული მანქანა ბიუჯეტის ხარჯზე შეაკეთეს

BM.GE
14.03.19 09:01
833
qartli.ge-ს ინფორმაციით კასპის მერიაში დაზღვეული მანქანა ბიუჯეტის ხარჯზე გაარემონტეს. კასპის მერიაში ვერ ამტკიცებენ ფაქტს იმის შესახებ, თუ სად მოუხდა ავარია თვითმმართველობის ბალანსზე რიცხულ მანქანას. TOYOTA HILUX-ის შესაკეთებლად 1500 ლარი კომპანია ,,მათემოტორსში" გადაიხადეს. საფუძვლად სწორედ მანქანის დაზიანებაა დასახელებული. ხელშეკრულების მიხედვით, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალების ბამპერი, ჩატუტარეს სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. ავტომანქანის შეკეთების პერიოდში, კასპის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ს.ს. „სადაზღვევო კომპანია უნისონთან“, ავტომანქანა TOYOTA HILUX-ის დაზღვევის შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად, მზღვეველი ანაზღაურებდა ავტომობილისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებულ ნებისმიერ დაზიანებას, ავტოსაგზაო შემთხვევას და სხვ. მუნიციპალიტეტის მერია ავტომანქანის ავარიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მერია ასევე ვერ ადასტურებს ავტომანქანის დაზიანების ფაქტსაც, მათ შორის, ფოტოსურათებით.

https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10881-kaspis-meriashi-dazghveuli-manqana-biujetis-kharjze-gaaremontes.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები