მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპის საკონსერვო ქარხანამ, USAID-ის ხელშეწყობით, წარმადობა 20-22%-ით გაზარდა

618fcbae0ea33
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 18:24
1149
კასპის საკონსერვო ქარხნის საწარმოო სიმძლავრეები 20-22%-ით გაიზარდა. BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განმარტა, რომ წარმადობის გაზრდა ქარხანამ USAID-ის ხელშეწყობით შეძლო, რა დროსაც მათ 75 000 დოლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები გადაეცათ.

„USAID-ის გრანტი გაზაფხულზე მოვიპოვეთ და 75 000 დოლარის ღირებულების შესაფუთი და ჩამოსასხმელი აპარატები კონკრეტულად ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებისთვის გადმოგვეცა. შედეგად საწარმოო სიმძლავრეები დაახლოებით 20-22%-ით გავზარდეთ. საწარმოს გადაიარაღება დაახლოებით 1.5 თვის წინ დასრულდა“, - აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კასპის საკონსერვო ქარხანა წლიურად 60-მდე დასახელების დაახლოებით 3 მლნ ქილა კონსერვს აწარმოებს, რომლის რეალიზებას ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ახორციელებს. საწარმოში 40-მდე ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები