მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარი და საუდის არაბეთი სირიის ვალდებულებებს გაისტუმრებენ

სირია

არაბული სამყაროს უმდიდრესი სახელმწიფოები, საუდის არაბეთი და კატარი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამოქალაქო ომში ჩართული სირიის დასახმარებლად ერთიანდებიან. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ბანკის წინაშე სირიის $15-მილიონიან ვალდებულებას გაისტუმრებენ, რითაც ქვეყანას ახალ კრედიტებზე წვდომას გაუხსნიან, რაც ქვეყნის ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას ინფრასტრუქტურის განვითარების და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საშუალებას მისცემს. ამგვარად, მსოფლიო ბანკი სირიაში ოპერაციებს თოთხმეტი წლის შემდეგ პირველად განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ სირიის სამოქალაქო ომი 2011 წელს, არაბულ ქვეყნებში მიმდინარე ე.წ. “არაბული გაზაფხულის” ფონზე დაიწყო, მაგრამ ოპოზიციის ნაბიჯები წარუმატებლად დასრულდა, ხოლო ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თითქმის თოთხმეტი წლის შემდეგ, ოპოზიციამ მთავარი ქალაქები დაიკავა და ქვეყნიდან დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი გააძევა, რომელმაც თავშესაფარი მოსკოვში მიიღო. მას შემდეგ, სირიას ახალი მთავრობა ჰყავს, რომელსაც ქვეყნის განვითარების გაცხადებული სურვილი აქვს.

სამოქალაქო ომის შემდეგ, სირია დიდ ეკონომიკურ გასაჭირში აღმოჩნდა, რადგან ინდუსტრიები ჩამოიშალა, ხოლო ინფრასტრუქტურა განადგურდა. სირიის მოსახლეობის 90% სიღარიბეში ცხოვრობს, ყოველი მეოთხე სირიელი კი უმუშევარია. თუ 2010 წელს, სირიის ეკონომიკის მოცულობა $60 მილიარდი იყო, 2022 წლისთვის ის $6.5 მილიარდამდე შემცირდა. ამავე პერიოდში, ასევე მკვეთრად გაუფასურდა სირიული გირვანქას ღირებულება, რადგან თუ ომამდე ერთი ამერიკული დოლარი 50 გირვანქას ტოლი იყო, ასადის რეჟიმის მიწურულს ერთი დოლარი 15,000 სირიულ გირვანქად ივაჭრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები