კატარის სუვერენული ფონდი ბრიტანულ საბანკო-საფინანსო კომპანია Barclays-ში ინვესტიციის მოცულობას ანახევრებს.
კატარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბირჟაზე გაიყიდება 645 მილიონი დოლარის ღირებულების Barclays-ის აქციები, რითაც კომპანიაში ინვესტირებული თანხის მოცულობა განახევრდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Barclays-ში ინვესტირების გადაწყვეტილება კატარის სუვერენულმა ფონდმა ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო და დაბანდებული თანხის მოცულობამ 6.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა მას შემდეგ ინვესტიცია ეტაპობრივად მცირდება და ანალიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ მალე კატარის მთავრობა Barclays-ის ინვესტორთა სიიდან საბოლოოდ გავა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ლონდონში დაფუძნებული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $27 მილიარდს შეადგენს და ის ბრიტანეთის მასშტაბით წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია.