კატარის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის, QatarEnergy-ის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადების გავრცელების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბუნებრივი აირის ღირებულება 40%-ით გაიზარდა.
ამჟამად ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 44.5 ევროს აღწევს, რაც ერთ დღეში 40%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ კატარი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, მის მიერ წარმოების შეჩერება კი ბაზარზე მკვეთი დეფიციტის გაჩენის რისკებს ზრდის.
თავად კატარის ეს გადაწყვეტილება ირანის მიერ განხორციელებულ შეტევას და რას ლაფანის საწარმოს დაზიანებას უკავშირდება.




























