მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია "ოცნების" მიერ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება" - ქალი მეწარმეები

სს

აგროტურიზმისა და ფერმერულ საქმიანობაში ჩართული ქალი მეწარმეები, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, გმობენ, რომელიც მთავრობის მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერებას გულისხმობს.

განცხადებას ხელს 51 ქალი მეწარმე აწერს და აცხადებენ, რომ საქართველოს იზოლაციას და მოკავშირეების გარეშე დატოვებას გმობენ.

"ჩვენ, საქართველოში მოქმედ, აგროტურიზმსა და ფერმერულ საქმიანობაში ჩართული ქალ მეწარმეებს, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ქართული ოცნების მიერ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ვგმობთ საქართველოს იზოლაციას და მოკავშირეების გარეშე დატოვებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი გადარჩა და წლების განმავლობაში საზრდოობს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაცემული სხვადასხვა საგრანტო პროგრამებით. რომ არა აღნიშნული პროგრამები, ჩვენ ვერ შევქმნიდით ხარისხიან ქართულ ღვინოს, ყველს, ჩირს, თაფლს და სხვადასხვა პროდუქტს. ვერ შევძლებდით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებზე და გამოფენებზე მონაწილეობას, ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ ვაჭრობაში ჩართვას.

ევროკავშირის გაფართოების ტალღა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა საქართველო სრულად შევიდეს ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე, გაზარდოს სამეწარმეო პოტენციალი, ხარისხით მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა დოვლათი და კეთილდღეობა მოიტანოს ქვეყანაში.

ჩვენ, წარმობის სხვადასხვა სექტორში ჩართული ქალები, რომლებმაც მხოლოდ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საგრანტო შესაძლებლობებით შევძელით ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, გაფართოება, ვეხმარებით სხვა ქალებს ეკონომიკურ გაძლიერებაში, დამღუპველად მივიჩნევთ საქართველოს ისტორიული საგარეო კურსის ცვლილებას და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ ისტორიული არჩევანის დაცვის საკითხში.

  1. ანა პაჭიკაშვილი
  2. თეონა თაბორიძე
  3. ნია ხაჭაპურიძე
  4. ია თაბაგარი
  5. ლილი ფულარიანი
  6. ხათუნა გადელია
  7. თამარ ჟურული
  8. ნათია ომიაძე
  9. მარიამ ცისკარაშვილი
  10. თამთა მამულაიძე
  11. არუსიაკ ბროიანი
  12. ნინო ხარხელაური
  13. მაკო ცირეკიძე
  14. ნათია ნინიკელაშვილი
  15. სოფო მახათლიშვილი
  16. მარიამ ფარქოსაძე
  17. ნინო ღუღუნაშვილი
  18. ქეთო ფუტურიძე
  19. იმარინა კურტანიძე
  20. მანანა ახვლედიანი
  21. ნანა სხულუხია
  22. ნატა ჯახუა
  23. სალომე მანძულაშვილი
  24. ასმათ მინდიაშვილი
  25. ქეთევან დვალი
  26. ლელა სვიმონიშვილი
  27. ნინა ქოჩიაშვილი
  28. ნინო ზაქარაშვილი
  29. მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე
  30. ნინო ლოთიშვილი
  31. მაგდანა ზაქარეიშვილი
  32. მარიამ ლებანიძე
  33. ელენე ბლიაძე
  34. მარიამ მინაძე
  35. ქეთევან კვირიკაშვილი
  36. ინდირა ჯაფარიძე
  37. თიკა დიდიშვილი
  38. ანნა ზაალიშვილი
  39. თამარ მოდებაძე
  40. ვიქტორია მიდელაური
  41. ქეთევან პატარიძე
  42. სალომე ტაბატაძე
  43. დარეჯან ბერძენიშვილი
  44. მაია მუჩიაშვილი
  45. ქეთი წილოსანი
  46. ანა თაბორიძე
  47. მედიკო მშვილდაძე
  48. ეკატერინე ხუთკუბია
  49. ბარბარე გალდავა
  50. თამარ მაისურაძე
  51. მანანა ჯობავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები