"კავკასიის ავტოიმპორტი" ავრცელებს განცხადებას სომხეთის ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კავკასიის ავტოიმპორტმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"კავკასიის ავტოიმპორტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანია თავის მომხმარებელებს სთავაზობს დაკვეთით ავტომობილების საზღვარგარეთ შეძენას და ტრანსპორტირებას ამიერკავკასიის ქვეყნებში და უკრაინაში. კომპანიას გააჩნია 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება და ათიათასობით კმაყოფილი მომხმარებელი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ განახორციელა ასორმოცდაათიათასზე მეტი ავტომობილის ტრანსპორტირება სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით.
2019 წლის დასაწყისიდან სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო რეჟიმის დროებითი შერბილების გამო დრამატულად გაიზარდა მოთხოვნა ავტომობილების იმპორტზე. კომპანიამ სომხეთის რესპუბლიკიდან მიღებული დაკვეთების საფუძველზე 21,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რამაც მოახდინა საქართველოს შავი ზღვის პორტების გადატვირთვა. ზოგიერთი მომხმარებლის (დილერის) მხრიდან არ ხდებოდა კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულებების დროული დაფარვა და ხდებოდა მათი ავტომობილების ფოთის ლოჯისტიკურ სივრცეებში დიდი ხნით გაჩერება (10 - 60 დღე).
ამ გარემოებამ, თავის მხრივ, გამოიწვია ახალშემოსული კონტეინერების გახსნის შეფერხება / შეჩერება. შესაბამისად, კომპანია მნიშვნელოვანი თანხებით დაჯარიმდა საზღვაო ხაზების მიერ კონტეინერების დაგვიანებით დაცლის გამო.
კომპანიამ გადაიხადა არსებული ჯარიმები და რეგრესის წესით მოსთხოვა იმ ზოგიერთ მომხმარებელს, რომლებმაც არაგონივრული ვადით დატოვეს ავტომობილები ფოთის და ბათუმის ტერმინალების ლოჯისტიკურ სადგომებზე და რომელთა გამოც შეფერხდა ახლადშემოსული კონტეინერების დაცლის დაგვიანება, რამაც გამოიწვია კომპანიის საზღვაო ხაზების მიერ მნიშვნელოვანი ჯარიმების დაკისრება. მიუხედავათ მოთხოვნისა, ასეთმა მომხმარებლებმა, რომლებმაც კომპანიას მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, უარი განაცხადეს ამ ზიანის ანაზღაურებაზე, შესაბამისად კომპანიამ მოახდინა მათ მიმართ არსებული ზოგიერთი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა.
უფრო მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა შანტაჟის მიზნით მიმართეს კანონით აკრძალულ ქმედებებს, რაზეც კომპანია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელებს შესაბამის ქმედებებს.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაზე მიყენებული მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის და ზოგიერთი მომხმარებლების უპასუხისმგებლო ქმედებებით გამოწვეული ლოჯისტიკური სიძნელეების მიუხედავად, კომპანიამ დათქმულ ვადებში უკლებლივ ყველა მომხმარებელს 2019 წლის 31 დეკემბრამდე ჩააბარა მათ მიერ დაკვეთილი ავტომობილები", - წერია განცხადებაში.