მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ავტომობილები დაბალი ძრავით - როგორ ავტომობილებზეა მოთხოვნა?

6442cf8bc53da
ალა ისპირიანი
21.04.23 23:50
6524

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $412 მილიონის ღირებულების 22 ათას 400 ავტომობილი გავიდა. ეს მოცულობა წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 333%-ით მეტია. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც რეექსპორტზე $99.7 მილიონის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი $87.3 მილიონის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი $87.2 მილიონის რეექსპორტით. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი $84 ათასის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადის.

"კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის მენეჯერის კახა ლომიძეს თქმით, მოთხოვნა უფრო ახალ და დაბალ ძრავიან ავტომობილებზეა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებულ განბაჟების პოლიტიკას.

„სხვადასხვა ქვეყნებში განბაჟების პოლიტიკიდან გამომდინარე ხდება ავტომობილების შეყვანა, თუ სახელმწიფოს განბაჟების პოლიტიკა ხელს უწყობს რომ დაბალ ტარიფში განაბაჟოს, მომხმარებელიც ამ შემთხვევაში ყიდულობს ავტომობილს. უმეტესად განბაჟების პოლიტიკა მიმართულია ამ ქვეყნებში ახალი ავტომობილებისკენ, თუნდაც აზერბაიჯანმა 2013 წელს ქვემოთ ავტომობილები აკრძალა. ახალი და დაბალი ძრავა -ეს არის ძირითადი მოთხოვნა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სხვა ბაზრების ათვისებას, მისი განმარტებით, მუშაობა ჯერ-ჯერობით უკვე ათვისებული ბაზრების გაფართოებაზე მიდის.

„კონცენტრირებული ვართ იმ ბაზრებზე სადაც მოთხოვნა მაღალია. ახლა მუშაობა მიდის არა ახალი ბაზრების ათვისებისკენ არამედ ის ბაზრები რომელიც ათვისებული გვაქვს, ძალიან დაბალი პროცენტია რეალურადა ათვისებული და ჩვენ ვმუშაობთ ამ ბაზრების დიდი წილი ავითვისოთ“, - განაცხადა კახა ლომიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები