მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასიის გენეტიკამ“ ხორბლის, ქერის, ბარდისა და საკვები ბალახნარევების თესლის მიწოდება განახორციელა

5f03336bbb073
BM.GE
06.07.20 22:20
1133
მეცხოველეობაში მაღალი ხარისხის საკვები ბაზის შესაქმნელად, სადემონსტარციო მიზნებისათვის, კომპანია „კავკასიის გენეტიკამ“ FinExCoop Georgia-ის პროექტის ფარგლებში (ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით - ENPARD) განახორციელა მეთესლეობის დარგში მსოფლიოს ლიდერი ფრანგული კომპანიების MAISON FLORIMOND DESPREZ და JOUFFRAY DRILLAUND-ის მიერ წარმოებული ხორბლის, ქერის, ბარდისა და საკვები ბალახნარევების თესლის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა კომპანია შირაქის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, დილიჩაში.  გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი ჯიშების ხორბლის, ქერის, ჭვავის, დურუმის ხორბლისა და საქონლის სასილოსე ბალახნარევის საცდელი წარმოება წარმატებით განხორციელდა, გამოვლინდა მაღალი მოსავლიანობა.

შეგახსენებთ, კომპანია "კავკასიის გენეტიკა" ქვეყნის უმთავრესი მიმწოდებელია მეცხოველეობის სფეროში ფერმის აღჭურვილობის, რძისა და ხორცის წარმოება-გადამუშავებისთვის დანადგარების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების (სანაშენე ცოცხალი პირუტყვის და მათი გენეტიკური მასალის იმპორტი), საკვებწარმოებისა და უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის მიმართულებით.

კომპანიის გამოცდილება აღემატება 14 წელს და განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები