მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავშირები, რაც პანდემიის დროს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის იყო, საერთოდ გაწყვეტილია - ლევან ყარალაშვილი

62ef541199259
ელენე გოგბერაშვილი
07.08.22 16:09
1277
"ის მცირე კავშირები, რაც პანდემიის დროს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის იყო, საერთოდ გაწყვეტილია"-ამის შესახებ bm.ge-სთან "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი და სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ყარალაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე საქართველო კუნძულივითაა, სადაც გაურკვევლობა იმდენად მაღალია, რთულია პროგნოზირება, რა იქნება თუნდაც ერთ წელიწადში. შესაბამისად, მისი შეფასებით, "როგორი მირაჟიც იყო ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა, ისევ იქ დარჩა". 

"ძალიან არასტაბილურ გარემოში საქართველო პატარა კუნძულივითაა. აქეთ გვაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, იქით რუსეთ-უკრაინის ომი, თურქეთში ჰიპერრეკორდული ინფლაცია. რეგიონში იმდენი გაურკვევლობაა, რაიმეს პროგნოზირება თუნდაც ერთწლიანი და საშუალოვადიანი პერსპექტივის წარმოუდგენელია, ამიტომ ვფიქრობ, როგორი მირაჟიც იყო ის 10-წლიანი გეგმა, ისევ იქ დარჩა.

ჩვენი რჩევა ის იყო, რომ ერთთვიანი, სამთვიანი დავგეგმოთ. ბოლო მაგალითს ვიტყვი, წყალტუბოს ქეისი: ამხელა აქტივები გამოიტანეს ყველაზე ცუდ დროს, ყველაზე არასწორი მარკეტინგით და შედეგიც ეგ არის, როცა არ არის სწორი კომუნიკაცია. კითხვები უნდა დაისვას, რამდენად არის ბიზნესი მზად იმისთვის, რომ შედარებით დიდ პროექტებს მოეჭიდოს, რამდენად არის მზად ქვეყანა იმისთვის, რომ ახალი ინვესტიციები მოიზიდოს და რამდენად სწორად ფასდება ის პოტენციალი, რაც გვაქვს.

სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. უფრო სამწუხაროა ის, რომ ის მცირე კავშირები, რაც იყო პანდემიის დროს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ეს საერთოდ გაწყვეტილია",-განაცხადა ლევან ყარალაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები