მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ბექაური: მაყურებლისთვის შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის გამიჯვნა

64942bcb21d0b
BM.GE
22.06.23 15:13
402
კახა ბექაურმა პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სარეკლამო წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული წლის მონაცემებით, სამაუწყებლო სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის, კერძოდ კი, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება წარმოადგენს.

“2022 წლის მონაცემებით, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო, კომისიამ “TV პირველი”, “ტელეიმედი”, “აგრომედია” და “სეზონი TV” წერილობით გააფრთხილა. ხოლო, პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის, ტელეკომპანია “ფორმულამ” და “TV პირველმა” გაფრთხილება მიიღეს, “მთავარ არხს” კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან, ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა ჩადენილი” - განაცხადა თავმჯდომარემ.

საუბრისას, კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ლახავს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან, წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. თავმჯდომარის თქმით, სარეკლამო წესების დარღვევა, სარეკლამო საქმისთვისაც დამაზიანებელია, რადგან დამკვეთები პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას ანიჭებენ უპირატესობას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები