მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული

646f3a10b3955
BM.GE
25.05.23 14:43
517
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია ამ პროცესს მხოლოდ ხელს უშლის.

„ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველა უნდა ვიყოთ მოწადინებულები, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მსგავსი განცხადება გააკეთა დღეს "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისივე თქმით, თუ სამართლიანი შეფასებაც იქნება, გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ დადებითი უნდა იყოს. "ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები