მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე თბილისელებს 1000 სკვერს ჰპირდება

6142f5699e0d9
ინგა მურუსიძე
16.09.21 11:49
958
თბილისის მერია გეგმავს, რომ დედაქალაქში 1000-ზე მეტი სკვერი მოაწყოს. ამის შესახებ წერია თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში, რომლის გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნაწილის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განცხადებით, არც ერთი ეზო სკვერის გარეშე არ უნდა იყოს.

„სკვერების განახლება, მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ეზო და არც ერთი კვარტალი არ იყოს სკვერის გარეშე. სამუშაოები გაგრძელდება და 1000-ზე მეტი სკვერის მოწყობა გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ბასილაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები