დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში, მილიარდ 150 მილიონი იქნება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, ბიუჯეტის ზრდა 2020 წლის საშემოსავლო ნაწილის გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა.
„2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 150 მლნ ლარი იქნება; საუბარი იყო, რომ მილიარდ 100 მლნ-მდე უნდა ყოფილიყო, თუმცა ბიუჯეტის 2020 წლის საშემოსავლო ნაწილი ბიუჯეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით შესრულდა და მილიარდ 150 მლნ იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისისთვის და თბილისელებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.