მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი" - კახა კალაძე „თბილისობის“ დღეებზე

სს
06.10.24 16:56
283

უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. კალაძის თქმით, "ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი".

„მინდა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო დედაქალაქის მცხოვრებლებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქუჩაში ამდენი ადამიანია გამოსული. ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ულამაზესი ქალაქის დღეები იმართება. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე აბანოთუბანსა და რიყეზე. წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე, სადაც იმართება თეატრალური წარმოდგენები, განთავსებულია სივრცეები პატარებისთვის. ფაქტობრივად, ყველა თაობის ადამიანისთვის იმართება ღონისძიება, რაც სასიამოვნოა. სასიამოვნოა, რომ ასეთი სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში. დღეს საღამოს გაიმართება გალაკონცერტი, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საქართველოს პარლამენტის წევრები. რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ფესტივალები და წარმოდგენები დღის ბოლომდე გასტანს. დღესვე, 19:30 საათზე რიყის პარკში გაიმართება საზეიმო კონცერტი „ქალაქური მუსიკის შედევრები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები