თბილისის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.
„დარწმუნებული ვარ, გიორგის შემართება და გამოცდილება ხელს შეუწყობს და დაეხმარება დედაქალაქის მუნუციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ სამსახურს იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.