მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძის თქმით, ივანიშვილის "ქართუ“ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას თბილისს ჩუქნის

63c915f09f633
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.23 14:12
3155
„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ "ქართუ ფონდის" შვილობილი კომპანია "კოსტავას 69" ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარებას გეგმავს, რომელიც 155,000 კვადრატულ მეტრს და ორ ცათამბეჯს მოიცავს. პირველადი განაცხადით, შენობას 65 სართული უნდა ჰქონდეს. ამასთან, ადგილზე ზონალური განაშენიანების ზრდა არის მოთხოვნილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.

„საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი.თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

bm.ge დაინტერესდა, თუ რა რომით გადაეცემა საჩუქრად დედაქალაქს "ლაგუნა ვერეს" ტერიტორია, იქნება ეს უკვე რეაბილიტირებული თუ არა. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე დეტალები ზუსტდება. 

პროექტის ფოტოები:







No description available.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები