მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძისთვის აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება მიუღებელია

642fef88f1dfa
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.23 14:23
419
თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცებულებებს წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად იქნება აღქმული.

„გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა კარგი წერილი, სადაც დეტალურად წარმოადგინა მაგალითები, რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას და რა გვაქვს დღეს. სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც გაუგებრად ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველოში მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ და ისინი სწორ ანალიზს გააკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები