მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კიკნაველიძეს სომხური Ameria Bank-ის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გაყვანა სურს

6050ccbb0eae2
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.21 19:24
2382
კახა კიკნაველიძე, რომელიც 2016-2019 წლებში “საქართველოს ბანკის” CEO იყო, 2020 წლის აგვისტოდან სომხეთის უმსხვილესი ბანკის, Ameria Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია.

ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ კორპორატიული მართვის სტანდარტებით დასავლური ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება, რითიც ის პირველი ორგანიზაცია იქნება სომხეთიდან.

“საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველია ეს რეგიონი და ფინანსური სერვისების სექტორი, Ameria Bank-ს კი აქვს ყველა მახასიათებელი და კომპონენტი იმისთვის, რომ პირველი სომხური ბანკი გახდეს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ან სხვა ნებისმიერ საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე გავა", - აღნიშნავს კახა კიკნაველიძე.

სომხეთის საბანკო სექტორის სესხების მოცულობა 3.7 ტრილიონი დრამია, აქედან ყველაზე მსხვილი - 696-მილიარდი დრამის სასესხო პორტფელი Ameria Bank-ს აქვს. ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა კი 1.09 ტრილიონი დრამია. 2020 წელს ბანკს 8.4 მილიარდი დრამის წმინდა მოგება ჰქონდა.

სომხეთის საბანკო სისტემა სულ 17 ბანკისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები