მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასი ბოთლი სასმელის გაყიდვა შეაჩერა

BJNI

მარკირების სისტემის რუსულმა ოპერატორმა „ჩესტნი ზნაკმა“ რუსეთში სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასზე მეტი ბოთლი სასმელის გაყიდვა დაბლოკა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

შეზღუდვების დაწესების მიზეზად, მარკირების კომპანიაში რუსეთის მოქალაქეთა „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანის მიყენებას“ ასახელებენ.

უწყების გადაწყვეტილებით შეჩერებულია მინერალური სამკურნალო-სუფრის წყლის BJNI-ს, ნატურალური სასმელი წყლის (მათ შორის საბავშვო) „პროსტო აზბუკასა“ და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების „მოხიტოს“ ცალკეული პარტიების რეალიზაცია.

მანამდე „ჩესტნი ზნაკმა“ სომხეთიდან იმპორტირებული გაზიანი წყლის, „ჯერმუკის“ გაყიდვა შეაჩერა. პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორის, რევაზ იუსუპოვის თქმით, რუსეთში „ჯერმუკ ჯგუფის“ 338 ათასი ბოთლი წყალი იყო გაყიდვაში.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ სომხური პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვების დაწესება სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოების შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და საპარლამენტო არჩევნების ფონზე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები