მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კუჭავა უკრაინაში გაემგზავრა

615bf2fe6d47e
ინგა მურუსიძე
05.10.21 10:30
1496
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.

2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

შეგახსენებთ: 1-ელი ოქტომბრიდან, საქართველოს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს. გიორგი ზაქარაშვილმა შეცვალა თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან გამოიწვია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები