"ენერგო პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ არეალზეც მიეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
ამავდროულად, გაუქმდა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე“ გაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2003 წლის N25/2 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან.
შეგახსენებთ, რომ ენერგოპროჯორჯიამ „კახეთის ენერგოდისტრუბიცია“ აუქციონზე პირველ აგვისტოს შეიძინა. Energo-pro Georgia-მ კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21,7 მლნ ლარად იყიდა.

























