მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის გუბერნატორი: "მთავარი გამოწვევა მაინც ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხია"

5e11a57e6181e
ანუკა ჯოხაძე
05.01.20 12:42
1721
2019 წელს კახეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 90 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ BM.GE-ის კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც გუბერნატორი ამბობს, ეს ხარჯები ძირითადად მოიცავს გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემებს, სკოლისა და ბაღების რემონტს, ასევე ამბულატორიების სარემონტო სამუშაოებს და მშენებლობას.

გუბერნატორი BM.GE-თან 2019 წლის მთავარ გამოწვევებს ასახელებს, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხს და ვადებს უკავშირდება. ქადაგიშვილის თქმით, კახეთის რეგიონისთვის მნიშნელოვან პრობლემად წყლის საკითხიც რჩება.

“ჩვენთვის მთავარი გამოწვევა მაინც ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხია, იმიტომ რომ ეს თანხები რაც დავამენეჯმენტეთ, ეფექტური იყოს. ჩვენთვის მნიშნელოვანია რომ ის ასფალტი, სარემონტო სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს და ამისთვის ვიბრძვით…..მეორე გამოწვევა არის წყალი, რომელიც პრობლემური საკითხია კახეთში და ამასთან, ყველაზე მეტად ძვირადღირებული და რთულად შესასრულებელი, როგორც პროექტი ისე მშენებლობა. “-ამბობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის განმარტებით, მომავალ წელს ამ გამოწვევების საპასუხოდ გარკვეული თანხები გამოყოლიფილი იქნება ბიუჯეტიდან, რათა რეგიონში როგორც წყლის საკითხები ისე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაიჭრას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები