კახეთის გზატკეცილზე გზა ერთ თვეში დაიხაზება - ამის შესახებ "თბილსსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ განაცხადა. როგორც მიქაუტაძე ამბობს, კონტრაქტორ კომპანიას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, რამაც პროცესის ვადები გააჭიანურა, თუმცა მისი თქმით, უკვე ერთ თვეში აღნულ გზატკეცილზე გზა სრულად დახაზული იქნება.
"თბილსერვის ჯგუფს გააჩნია სახაზი მანქანა, ერთ-ერთი თანამედროვე და გამოცხადებული იყო საღებავთან დაკავშირებთ ტენდერი, გარკვეული პროცედურები ვერ განახორციელა კომპანიამ. სადღაც ერთ თვეში, აუცილებლად იქნება დახაზული თერმოპლასტის საღებავით. მოთხოვნა – რაც კი არსებობს, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მანქანით და მაღალი ხარისხის საღებავით, როგორც კახეთის გზატკეცილი, ასევე სხვა ლოკაციები", - ამბობს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი.