15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციებს დაამონტაჟებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.
"უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























