მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

630c8797e6a34
BM.GE
29.08.22 13:30
1033
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

"მთავრობის მეთაურმა კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ესწრებოდნენ,"- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები