მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კახური ღვინის მარანი იმერეთში კატეგორიულად მიუღებელია" - ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი

5f85e10f1af27
მარიამ ადამია
13.10.20 22:50
3596
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებლის, ნატალია ბახტაძის თქმით, საქართველომ "ვერ ისწავლა ჭკუა" ვერც პანდემიის პირობებში და ისევ ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, მხოლოდ საუბარი გრძელდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ტურისტული პოტენციალი, გავუმკლავდეთ გამოწვევებს და წავიდეთ წინ, მაგრამ ჯერ ვერ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები, როგორც სახელმწიფომ ასევე კერძო სექტორმა. მოთხოვნაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ არ ვიცით რომელი მოთხოვნა გვინდა. მსოფლიო დიდია, ჩვენ პატარა ვართ და ვერ შევძლებთ, რომ ყველას მოვერგოთ და დავაკმაყოფილოთ, ამიტომ სეგმენტაცია უნდა დავიწყოთ და ვთქვათ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. უტოპიაა იმაზე საუბარი რომ მაგალითად მხოლოდ ეკოტურიზმი წაიყვანს წინ ტურიზმს. მასიური ტურიზმით კი დავაზიანებთ ჩვენი მიზიდულობის ცენტრს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ როგორ მოვახდინოთ რესურსების დივერსიფიცირება“ - ამის შესახებ ბახტაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დროს ცუდი ტენდენცია დაიწყო საქართველოში, რომელიც გულისხმობს ტურისტული მომსახურების კოპირებას რეგიონიდან რეგიონში, რაც ჩვენივე ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

„კახური ღვინის მარანი იმერეთში კატეგორიულად მიუღებელია. კახელები იმიტომ აშენებენ იმ მარანს, რომ ღვინის მდგომარეობა შეინარჩუნონ იმ გარემო-პირობებში, რომელიც აქვთ. ხოლო სადაც ნესტიანობა და ნიადაგის მჟავიანობა მაღალია, იქ ადგე და პირდაპირ კახური მომსახურება "დააკოპირო", არ არის გამოსავალი. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავერკვიოთ, რა გვინდა რომ ვაფიქრებინოთ მსოფლიოს ჩვენზე, რა გვინდა რომ გავყიდოთ და შემდეგ დავიწყოთ ქმედება. მაგრამ მხოლოდ საუბარი წინ ვერ წაგვიყვანს,“ - აღნიშნა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები