მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაზინოებმა ბიუჯეტში ₾145 მილიონის სალიცენზიო მოსაკრებლები შეიტანეს, მატება 20%-ია

აზარტული თამაშები კაზინო სამორინე

2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში მოქმედმა კაზინოებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 145.2 მილიონი ლარის სალიცენზიო მოსაკრებლები შეიტანეს - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 20%-ით, ანუ 23.8 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

უფრო დეტალურად, მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:

  • სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 79,224,264 ლარი, ზრდა წინა წელთან 10%;
  • მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე - 65,990,009 ლარი, ზრდა წინა წელთან 33.8%.

აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადების გარდა კიდევ რამდენიმე გადასახადს იხდის, ესენია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა.

აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები