მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

keepz-ი - BAG-ის ახალი წევრი

ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია „Keepz-ი“ ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. Keepz-ის ძირითადი პროდუქტი QR ტერმინალია, რომელიც ნებისმიერი ზომის ბიზნესს თუ საცალო მოვაჭრეს ბარათით გადახდების მიღების საშუალებას აძლევს. Keepz აერთიანებს გადახდის ყველა შესაძლო ალტერნატივას, როგორც რეალურ, ასევე, ონლაინ ვაჭრობისას. მას სხვა კომპანიებისგან ისიც გამოარჩევს, რომ გადამხდელს არ სჭირდება იყოს Keepz-ის მომხმარებელი ან გადმოწეროს აპლიკაცია, ქიფზის QR-ით გადახდა შესაძლებელია apple pay და google pay ელექტრონული საფულეებით, კრიპტო საფულით, ბარათის მონაცემის შეყვანით და ბანკების მობაილ აპლიკაციებით.

როგორ იცვლება გადახდების სფერო საქართველოში და ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით, რა გეგმები აქვთ Keepz-ის გუნდში?

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

სოფო დეკანოზიშვილი- keepz-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები