მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენკროვნების ექსპორტი 295.8%-ით გაიზარდა - სად ყიდის საქართველო მოცვს?

5f97ed22b0920
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.20 14:12
2045
2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან, ბოლო სამი წლის მანძილზე, ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 665 ტონა მოცვი, შტოში და სხვა Vaccinium გვარის კენკრა გავიდა და ქვეყანამ 3.8 მლნ დოლარი მიიღო - ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 295.8%-ია.

BM.GE დაინტერესდა როგორ იცვლებოდა კენკროვანი კულტურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი და სად გაგვქონდა ლურჯი მოცვი, რომლის გაშენება ბოლო წლებში ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება.

საქსტატის მონაცემებით, მოცვის, შტოშისა და სხვა კენკრის ექსპორტი 2018 წლიდან ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 960.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის აღნიშნული პერიოდის ექსპორტს 117.5%-ით (441.3 ათასი დოლარი) აღემატებოდა, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ზრდამ 295.8% შეადგინა (3.8 მლნ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2018-დან 2020 წლამდე საქართველოდან ექსპორტზე გასული კენკრის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთი იყო, თუმცა მოცვი, შტოში და სხვა კენკრა საქართველოდან მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც გადიოდა:

2020 წლის სამი კვარტალში კენკროვნების საექსპორტო ბაზარი:

• რუსეთი - 3.6 მლნ დოლარი, ზრდა - 340.7% (2019  – 816.8 ათასი დოლარი);
• არაბთა გაერთიანებული საამიროები - 57.5 ათასი დოლარი, კლება - 41.0% (2019  – 97.5 ათასი დოლარი);
• პოლონეთი - 54.0 ათასი დოლარი (წინა წლებში ექსპორტი არ მომხდარა);
• სომხეთი - 50.1 ათასი დოლარი, ზრდა - 189.1% (2019 – 19.4 ათასი დოლარი);
• უკრაინა - 23.1 ათასი დოლარი, (წინა წლებში ექსპორტი არ მომხდარა);
• ყატარი - 16.8 ათასი დოლარი, ზრდა - 17.5% (2019 წ. – 14.3 ათასი დოლარი)

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც მიმდინარე წელს კენკროვანი კულტურები ექსპორტზე გაიტანეს, TOP-10-ეულშია:  შპს ლურჯი ველი; სს გეოფრეშ; შპს ფრუტ ჰაუსი; შპს ვაკო 2017; შპს გეორგია ფრუიტ; შპს "აგროექსპორტ ჯორჯია"; შპს აგროლეინი; შპს ეფკო; შპს ბლუბერი და შპს შატო ხორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები