ლატვიის ექსპრემიერი და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დაკავებულ თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს - ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კრიშიანის კარინშიმ გადადგომის გადაწყვეტილება იმ კრიტიკის გამო მიიღო, რაც მის მიერ, პრემიერ-მინისტრობის დროს, ფრენებსა და კერძო თვითმფრინავებზე დახარჯული კოლოსალური თანხების გასაჯაროებას მოჰყვა.
ლატვიის პროკურატურამ იმის დასადგენად, არღვევდა თუ არა კანონს კარინში პრემიერობის დროს, კრიმინალური გამოძიება დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ექსპრემიერმა 2021-2023 წლებში საკუთარი ფრენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან €600 000-თი დააფინანსა. თავად კარინში მომხდარში თავის ბრალეულობას უარყოფს.
გადადგომამდე კარინში ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას შეხვდა, რომელმაც დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მისი გადადგომის შემდეგ, საპარლამენტო კენჭისყრით ჩანაცვლდება.