მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო კაპიტალის ბაზრის კვლევა - მიგნებები და რეკომენდაციები

BM.GE
10.02.23 13:43
393
„გალტ & თაგარტმა“, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის (private equity) განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. 

„გალტ & თაგარტის“ კვლევა ფარავს კერძო კაპიტალის განვითარების გლობალურ ტენდენციებს, რეგიონისა და ბალტიის ქვეყნებში სექტორის განვითარების ანალიზს და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას. 

კვლევა ასევე მოიცავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, საინვესტიციო ფონდებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარებას უშლის ხელს. 

შედეგად, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის, ასევე კერძო კაპიტალის მიწოდების მხარეებს.

სტუმრები: ოთარ შარიქაძე - Galt&Taggart-ის მმართველი დირექტორი;
გიორგი ამზაშვილი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი კაპიტალის ბაზრის საკითხებში;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები