მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 18% სარგებლობს

64341f3431a34
ნინო ტაბატაძე
11.04.23 00:05
828
კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18% სარგებლობს.

ბოლო 1 წელიწადში კერძო სადაზღვევო პაკეტის მფლობელთა რაოდენობა 44,199 გაიზარდა, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით 1 პროცენტული პუნქტით ზრდაა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა 682 152 შეადგენდა.  სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის პორტფელი კი, 375,4 მლნ ლარია.   

ბაზრის 26% "ჯიპიაი ჰოლდინგზე" მოდის, რომელსაც 98.1 მლნ ლარის პრემია აქვს ამ სექტორში მოზიდული; მეორე ადგილს  ბაზრის 18%-იანი წილით "იმედი L"  იკავებს.  კომპანიის პორტფელი 67.9 მლნ ლარია. 67 -მილიონიანი პორტფელით სამეულშია "არდი". 8%-იან წილს იკავებს "თიბისი დაზღვევა" (პორტფელი - 29 მლნ ლარი) ხუთეულში შედის "ირაო" - 28 მლნ ლარის პორტფელით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები