მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 20% სარგებლობს - რამდენი მოქმედი პოლისია

ჯანმრთელობის დაზღვევა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 9 თვის ანგარიშის თანახმად, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს.

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში 750 180 მოქმედი პოლისია, მაშინ, როდესაც 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 725 710 იყო, ხოლო 2022 წელს - 672 934 პოლისი.

აღსანიშნავია, რომ დაზღვევის სახეობების მიხედვით მოზიდული პრემია ყველაზე მაღალი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მიმართულებითაა და 9 თვის მონაცემებით, 428.1 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წლის 9 თვეში კი კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევიდან მოზიდული პრემია 353.91 მლნ ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები