მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო სკოლების ბაზარზე ფილიალური სისტემა ყალიბდება" – "შავნაბადას" დამფუძნებელი

სკოლა

კერძო სკოლა "შავნაბადას" დამფუძნებლის და კერძო სკოლების ასოციაციის გამგეობის წევრის, ავთანდილ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, კერძო სკოლების ბაზარზე ფილიალური სისტემა ყალიბდება. მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ფონზე, ინდუსტრიით მსხვილი საინვესტიციო ფონდები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, რაც რიგი სკოლების გამსხვილებას, ხოლო მცირეების დასუსტებას განაპირობებს.

„არსებული სკოლების დიდი წილი მოდის დედაქალაქზე, ეს არის დაახლოებით 60%, დანარჩენი 40% ნაწილდება რეგიონებში, ეს არის ქუთაისი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქი, სურათი არ არის ერთგვაროვანი.

განსხვავებულია სურათია არა მხოლოდ რეგიონების, არამედ უბნების მიხედვითაც, საბურთალოზე და ვაკეში ღირებულება უფრო მაღალია, გარეუბნებში ბევრად სხვაა. შესაბამისად, პრობლემები ამ თვალსაზრისითაც იქმნება, მათ უჭირთ ამ რეალობაში კადრის შენარჩუნება. საჯარო სკოლაში კარგ პირობებს სთავაზობენ მასწავლებლებს, დამატებითი აქტივობები არ უწევთ, კერძო სკოლებში კი მეტი შრომით, მეტ შესრულებას ვთხოვთ. კერძო სკოლებში ზოგან პრობლემაა ისიც, რომ ზაფხულში ვერ იხდიან ხელფასებს.

200-მდე სკოლაა ქვეყანაში, 15 სკოლა დაიხურა, რომლებმაც ვერ გაიარა ავტორიზაცია და ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტი. ამასთან ბაზარზე შემოსულია BGEO კაპიტალი, რომელიც ყიდულობს სკოლებს. მომხმარებლების რაოდენობა მზარდია, თუმცა ბაზარი იცვლება. გაჩნდა ფილიალები, „მწვანე სკოლის,“ „ბაქსვუდის,“ “ქართულ-ამერიკულის,“ ფილიალური სისტემა ყალიბდება. სკოლების ნაწილი ძლიერდება, ნაწილი სუსტდება, რაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა რთული მდგომარეობაა რეგიონებში და გარეუბნებში.“ - განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები