მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლების წილი 9%-მდე შემცირდა - როგორ ვითარდება სექტორი?

BM.GE
26.06.23 11:59
194
„კერძო სკოლებში სწავლის წლიური ფასი საშუალოდ 6, 500 ლარია, ფასები მომდევნო წლებში კი სავარაუდოდ 10-15%-ით კიდევ გაიზრდება“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომლის ანალიტიკაზე დაყრდნობით, საშუალოდ ქართული ოჯახი 2023 წელს, კერძო სკოლის გადასახადში თავისი შემოსავლის დაახლოებით 37%-ს ხარჯავს. 

2022/2023 სასწავლო წელს ქვეყანაში სულ 2,086 საჯარო და 216 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა. საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის უცვლელია, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში კლებულობს. პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების, მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთმა კერძო სკოლამ ბაზარი დატოვა ან შეუერთდა სხვა სკოლას, რამაც საერთო ჯამში კერძო სკოლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, კერძო სკოლების წილი სკოლების ჯამურ რაოდენობაში სტაბილურად 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 9%-მდე შემცირდა. 

საჯარო სკოლებთან შედარებით მოთხოვნა კერძო სკოლებზე ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. გამონაკლისი იყო პანდემიური წელი, როდესაც ლარის სწრაფად გაუფასურებამ ზოგიერთი კერძო სკოლის ინდექსირებული სწავლის საფასური მკვეთრად გაზარდა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამ მოსწავლეთა საჯარო სექტორში დენადობას შეუწყო ხელი. პანდემიური წლის შემდეგ კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის აღდგენა შეინიშნება. 

რაც შეეხება კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებებს, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლებში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. კერძო სკოლების წმინდა მოგების მარჟა 2020 წელს 13%-დან 10%-მდე შემცირდა, 2021 წელს კი 18%-ს დაუბრუნდა.

სტუმარი: გიორგი მელაძე - სკოლა „ნიუტონი“ ხელმძღვანელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები