მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლებს, სავარაუდოდ, სახელფასო დანახარჯები გაეზრდებათ - Galt&Taggart

ხელფასი

კერძო სკოლებს სავარაუდოდ სახელფასო დანახარჯები გაეზრდებათ, რაც მათ მოგებიანობაზეც აისახება. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საგანმანათლებლო სექტორს მიმოიხილავს.

„ისტორიულად ძლიერი კორელაცია იყო მასწავლებლების ხელფასებს შორის კერძო და საჯარო სექტორებში, საჯარო სკოლებში ხელფასის ზრდა კერძო სკოლებში ხელფასების ზრდას იწვევდა. აქედან გამომდინარე, 1-ელი ივლისიდან საჯარო სექტორში მასწავლებლებისთვის დაგეგმილი ხელფასების ზრდას ექნება გავლენა და კერძო სკოლებში ხელფასები ზრდაა მოსალოდნელი“, - აღნიშნულია Galt&Taggart-ის კვლევაში.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, წამყვან კერძო სკოლებზე შედარებით ნაკლები იქნება ამ კუთხით გავლენა მათი მასშტაბიდან გამომდინარე, რაც მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ სტაბილური მოგებიანობა ხელფასების დანახარჯების ზრდის მიუხედავად. „ამის საპირისპიროდ, შედარებით მცირე ზომის კერძო სკოლები უფრო მეტად საგრძნობ ეფექტს იგრძნობენ“, - აღნიშნულია კვლევაში.

2023/24 აკადემიურ წელს საქართველოს კერძო სკოლებში 66.5 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც მოსწავლეთა სრული რაოდენობის 10.5%-ია. აღსანიშნია, რომ კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე სწორედ საქართველოში ირიცხება.

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოს კერძო სკოლები ძირითადად დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, რაც განპირობებულია შედარებით მაღალი შემოსავლებით, მოსახლეობის სოციალური სტატუსით და საზოგადოების გავლენით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები